დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. ყველამ გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგებისგან უკუკავშირი, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ შემდგომ პროექტებზე მუშაობისას. ვისაუბრეთ ტრენინგის აქტუალობაზე, თუ რაოდენ მნიშვნლოვანია სწავლა სწავლების პროცესში პროექტებით სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება.დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
Sunday, 9 July 2017
Thursday, 6 July 2017
Wednesday, 28 June 2017
მერვე დღის რეფლექსია
დღე იყო საქმიანი და საინტერესო. ტრენინგები დასასრულს უახლოვდება. ჩვენც უამრავი საქმე გვაქვს, გადავხედეთ შეფასაბის რუბრიკის ადაპტირებას, პროექის გეგმის შაბლონს, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ჩვენთვის საინტერესო მასალა განვათავსეთ ჩვენს პორტფილიოში. საქაღალდე მოგვყავს წესრიგში, ვემზადებით პრეზენტაციისთვის, ყველას წარმატებები, მეგობრებო.
Tuesday, 27 June 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით დავიწყეთ. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირებაზე, ვისწავლეთ როგორ შევინახეთ სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად. განვიხილეტ დიფერენცირებული სწავლების შესახებ და შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონის შესაბამისი პუნქტი. განვიხილეთ პროცედურები. მივიღეთ საშინაო დავალება.
Monday, 26 June 2017
Sunday, 25 June 2017
შეფასების ანალიზი
პროექტის დასაწყისში მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების შესამოწმებლად ვიყენებ გონებრივ იერიშს,რაც მეხმარება პროექტთან დაკავშირებული საკითხების და იდეების გენერირებაში.პროექტის მიმდინარეობი პროცესში მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ მეთოდს-თვითშეფასება და რეფლექსია, შეფასების ეს მეთოდი შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს შეაფასონ მათი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია შედეგების გასაუმჯობესებლად. ბოლოს პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ მეთოდს შესრულებები, აღნიშნული მეთოდით ვაფასებ მოსწავლის ნამუშევარს,რაც საბოლოოდ როგორც პროდუქტის, ასევე მოსწავლის შეფასებაშიც დამეხმარება.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. ყველამ გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგებისგან უკუკავშირი, ...
-
მოსწავლეები შეძლებენ: 1.ჩაატარონ კვლევები რხევითი მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს შორ...
-
პროექტის დასაწყისში მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების შესამოწმებლად ვიყენებ გონებრივ იერიშს,რაც მეხმარება პროექტთან დაკავშირებული ...
-
მექანიკური რხევები და ტალღები და მათგან მომდინარე საფრთხეები მოსწავლეებმა რომ კარგად გაიგონ და გააანალიზონ რხევითი ...