Sunday 9 July 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელმა  დღემ  მეტად  საინტერესოდ  ჩაიარა.  ყველამ  გავაკეთეთ  საკუთარი  პროექტების  პრეზენტაცია,  მივიღეთ  კოლეგებისგან  უკუკავშირი,  რასაც  აუცილებლად  გავითვალისწინებთ  შემდგომ  პროექტებზე  მუშაობისას.   ვისაუბრეთ  ტრენინგის  აქტუალობაზე,  თუ  რაოდენ  მნიშვნლოვანია  სწავლა  სწავლების  პროცესში  პროექტებით  სწავლება  და  ტექნოლოგიების  გამოყენება.დიდი  მადლობა  ტრენერს  ასეთი   საინტერესო  ტრენინგისთვის.

Wednesday 28 June 2017

მერვე დღის რეფლექსია

დღე   იყო  საქმიანი  და  საინტერესო.   ტრენინგები  დასასრულს  უახლოვდება.  ჩვენც  უამრავი  საქმე  გვაქვს,   გადავხედეთ  შეფასაბის  რუბრიკის  ადაპტირებას,  პროექის  გეგმის  შაბლონს,  მივიღეთ  უკუკავშირი  ტრენერისგან,   გავეცანით  ფასილიტაციის ნიმუშებს,   ჩვენთვის  საინტერესო   მასალა  განვათავსეთ  ჩვენს  პორტფილიოში. საქაღალდე   მოგვყავს  წესრიგში,  ვემზადებით  პრეზენტაციისთვის,  ყველას  წარმატებები,  მეგობრებო.

Tuesday 27 June 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე  დღე  მოსწავლის   სავარაუდო  ნაშრომის  განხილვით  დავიწყეთ.  ვიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკის  ადაპტირებაზე,  ვისწავლეთ  როგორ  შევინახეთ  სლაიდები  გრაფიკულ  გამოსახულებად.  განვიხილეტ  დიფერენცირებული  სწავლების  შესახებ  და  შემდეგ  შევავსეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონის  შესაბამისი  პუნქტი.   განვიხილეთ  პროცედურები.  მივიღეთ  საშინაო  დავალება.

Sunday 25 June 2017

შეფასების ანალიზი

პროექტის  დასაწყისში  მოსწავლის  ცოდნის,  უნარ-ჩვევების  შესამოწმებლად  ვიყენებ  გონებრივ  იერიშს,რაც  მეხმარება  პროექტთან  დაკავშირებული  საკითხების  და  იდეების  გენერირებაში.პროექტის  მიმდინარეობი  პროცესში  მოსწავლეების  შეფასებისას გამოვიყენებ  მეთოდს-თვითშეფასება  და  რეფლექსია,  შეფასების  ეს  მეთოდი  შესაძლებლობას  მისცემს  მოსწავლეებს  შეაფასონ  მათი  პროგრესი,  ასევე  მოახდინონ  რეფლექსია  შედეგების  გასაუმჯობესებლად.  ბოლოს  პროექტის  შესაფასებლად   გამოვიყენებ  მეთოდს  შესრულებები,  აღნიშნული  მეთოდით  ვაფასებ  მოსწავლის  ნამუშევარს,რაც  საბოლოოდ  როგორც  პროდუქტის,  ასევე  მოსწავლის  შეფასებაშიც  დამეხმარება. 

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელმა  დღემ  მეტად  საინტერესოდ  ჩაიარა.  ყველამ  გავაკეთეთ  საკუთარი  პროექტების  პრეზენტაცია,  მივიღეთ  კოლეგებისგან  უკუკავშირი,  ...